საავტორო სტუდია

თანამედროვე ქართული საგალობლების პრემიერა ევროპაში

ArsNova“საავტორო სტუდიის” ერთ-ერთი დამაარსებლისა და სულისჩამდგმელის – ნინო ჯანჯღავას ნაწაროებების – “17 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა”-ს, ევროპული პრემიერის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია ჩვენს საიტზე. კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ჩვენს მკითხველს მის შესახებ, რადგან ამჯერად აუდიო ჩანაწერის წარმოდგენის უფლება მივიღეთ. ჩანაწერი დანიის ნაციონალურ რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცა. დღეს კი ყველას აქვს მისი მოსმენის შესაძლებლობა.

1717 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა” – ასე იწოდება საგალობელთა ციკლი, რომელიც საქართველოს მართმადიდებლური სამგალობლო კანონიკის სრული დაცვითაა შექმნილი. მას ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საგუნდო კოლექტივი “Ars Nova Copenhagen” ასრულებს დიდი მაესტროს – Paul Hillier – ის ხელმძღვანელობით. კონცერტები დანიის რამდენიმე ქალაქში შესრულდა, სადაც ნინო ჯანჯღავას მუსიკის პარალელურად სრულდებოდა არვო პარტისა და ჯონ ტავენერის სასულიერო ჟანრის საგუნდო მუსიკა.

მაესტრო Paul Hillier – მა თავად  წარუდგინა ნინოს საგალობლები პუბლიკას:

Nino Janjgava

ირაკლი ღვინიაშვილის ფოტო

ავტორისგან:

“საგუნდო მუსიკა რომ ძალიან მიყვარს და ბევრი საგუნდო ნაწარმოებიც რომ მაქვს შექმნილი სწორედ ბატონი შალვა მოსიძის და იოსებ კეჭაყმაძის სახელს უკავშირდება. სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც პირველად ყური მოვკარი კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზიდან გამოსულ საგუნდო მუსიკის ხმას. დარბაზი გადატენილი იყო, მსმენელი გარეთ იდგა, ძალიან ცხელოდა. მხოლოდ მუსიკა კი არა ენერგია იდგა უცხო, დახვეწილი, საიდუმლო, რომელიც სწორედ ამ ორი ადამიანის გამო შეიქმნა. მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ ხმა ყველაზე უფრო სრულყოფილი საკრავია დედამიწაზე. მერე რაღა თქმა უნდა იყო ბევრი მეცადინეობა, ძიება ბგერების, მათი ურთიერთობის, საკუთარი თავის, რომელიც არასოდეს მთავრდება, მაგრმ ის დღე განსაკუთრებული იყო. რომ არა ის დღე, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ ჩემს მუსიკალურ დადგმაზე „გალობანი სინანულისანი“ ბატონი შალვა მოსიძე მოვიწვიე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა როდესაც მან მითხრა, რომ შემექმნა ახალი ქართული ლიტურღია. ამ ყოველივემ საფუძველი დაუდო იმას, რომ დავიწყე ქართული საგალობლების კანონიკის, ფორმისა და საკომპოზიტორო ტექნიკის კვლევა-შესწავლა, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ სანამ ლიტურღიაზე დავიწყებდი მუშაობას ჯერ შემექმნა სამხმიანი სადიდებლები, ასე შეიქმნა 17 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა.

„საავტორო სტუდიის“ საიტზე ამ მუსიკის პრეზენტაციაც მინდა ამ ორ ადამიანს მივუძღვნა დიდი სიყვარულით და მადლიერებით”.

ნინო ჯანჯღავა

2016 წ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცხრა საგალობელს ციკლიდან “17 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”