საავტორო სტუდია

ნინო ჯანჯღავას მუსიკა “Ars Nova” – ს ფესტივალზე კოპენჰაგენში

arsnova“საავტორო სტუდია” დიდი სიამაყით გაგაცნობთ ARS NOVA ფესტივალის აფიშას, რომელიც ქალაქ კოპენჰაგენში 12 სექტემბერს გაიხსნება. ფესტივალი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების ანსამბლის მიერ 1979 წელს. ფესტივალზე სრულდება როგორც ძველებური, ასევე თანამედროვე საგუნდო მუსიკა.
წელს ფესტივალზე სამი კომპოზიტორის შემოქმედება იქნება წარმოდგენილი – ჯონ ტავენერის, არვო პარტის და ნინო ჯანჯღავას.

კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავა გახლავთ “საავტორო სტუდიის” დამფუძნებელი და ამიტომ მისი წარმოდგენა ასეთი დიდი კომპოზიტორების გვერდით ერთიორად საამაყოა ჩვენი სტუდიის მთელი კოლექტივისათვის.
ჩვენ ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას. ფესტივლაზე წარმოდგენილი იქნება ნინო ჯანღავას 9 ალილუია ციკლიდან “17 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა”. წარმოდგენას წარუძღვება მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი პოლ ჰილერი.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება 5 კონცერტი სათაურით “Brother Fire, Sister Water”. პირველი კონცერტი შედგება ტაძარში Århus Domkirke 12 სექტემბერს. შემდეგი კონცერტი შედგება Garnisons Kirke ში 14 ში. 16 სექტემბერს ჩატარდება ტაძარში Church of our Lady before Tyn, Prag. ორი კონცერტი ოქტომბრის 16 ში და 19 ში ჩატარდება ტაძრებში Allhelgona Kyrkan, Lund და Trinitatis Kirke, Fredericia.

გთავაზობთ კონცეტის პროგრამას:

Laudario di Cortona Venite a laudare
Anon. English C14 Beata viscera
Laudario di Cortona Laude novella sia cantate
Leonel Power Gloria
Laudario di Cortona Oimè lasso e freddo lo mio core
Anon. English C14 Doleo super te
Laudario di Cortona Sia laudato — San Francesco
Anon. English C14 Thomas gemma Cantuarie
Laudario di Cortona Cantico del Sole — San Francesco
Pause
Nino Janjgava (b. 1964) 17 Aliluias: 1, 5, 11
John Tavener (1944-2013) The Lamb
Nino Janjgava 17 Aliluias: 7, 8
Arvo Pärt (b. 1935) Bogoroditse dyevo
Nino Janjgava 17 Aliluias: 3, 4
John Tavener Funeral Ikos
Nino Janjgava 17 Aliluias: 2, 6
Arvo Pärt Two Slavonic Psalms

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესრტივალის ოფიციალურ საიტზე 

 

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”