საავტორო სტუდია

მგალობელთა გუნდი “აღსავალი”- წმ. იოანე დამასკელის საცისკრო კანონი

Agsavali 223 მაისს ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში მგალობელთა გუნდ “აღსავალის” დისკის – “ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი” პრეზენტაცია გაიმართა. საგალობლები გაწყობილია მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული კანონის მიხედვით და წმ. იოანე დამასკელის საცისკრო კანონი ეწოდება. საგალობლები საავტორო სტუდიაშია ჩაწერილი.

ჩვენი სტუდიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასულიერო მუსიკაზე მუშაობა.  გალობისა და ხალხური მუსიკის  ხელშეწყობა ყოველთვის წარმოადგენდა სტუდიის პრიორიტეტს.

“აღსავალი” ქვაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდია. მათი ორიგინალური საშემსრულებლო მანერა, პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავგანწირული მიდგომა ჩანაწერის ხარისხზეა ასახული.

პრეზენტაცია საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა. გუნდის შესახებ თავიანთი მოსაზრებები წარმოთქვეს ქართული გალობის მცოდნეებმა – დავით შუღლიაშვილმა და ლუარსაბ ტოგონიძემ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქვაშვეთის ტაძრის მრევლისა და გუნდ “აღსავალის” ერთ-ერთი თაყვანისმცემლის, დამსახურებული მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ადამიანის – ბატონ კახი კავსაძის სიტყვით გამოსვლა და გუნდის მხარდაჭერის გამოხატვა. როგორც ბატონმა კახიმ განაცხადა, იმდენად დიდი გავლენა მოუხდენია მასზე გუნდ “აღსავალის” გალობას ტაძარში წირვა-ლოცვისას, რომ გადაწყვიტა ყველა საქმე გადაედო და დისკის პრეზენტაციას დასწრებოდა. “არ შემეძლო არ მოვსულიყავი” – განაცხადა ბატონმა კახიმ. დასასრულს კი ყველასთვის მოულოდნელად თავად სთხოვა გუნდის წევრებს მასთან ერთად მრავალჟამიერი შეესრულებინათ. ბატონმა კახიმ, “აღსავალის” დისკის პრეზენტაცია ნამდვილ ზეიმად აქცია!

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია KSB კორ სტანდარტბანკის მხარდაჭერა  ქართული გალობისადმი. სწორედ მათი სპონსორობით მოხერხდა ამ დისკის ჩაწერა და გამოცემა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საბანკო სექტორისა თუ სხვა ბიზნეს დარგის წარმომადგენლები ქვეყნის კუტურულ ცხოვრებასა და  ეროვნულ საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას.

საავტორო სტუდია კვლავაც ძალიან მოხარული იქნება თუკი მგალობელთა გუნდები მოისურვებენ მასთან თანამშრომლობას.  სტუდიას შეუძლია გალობის ჩაწერა როგორც სტუდიურ პირობებში, ასევე ტაძრებშიც.

გთავაზობთ ერთ-ერთ საგალობელს ახალი ალბომიდან

ეს კი, გახლავთ სამოყვარულო ვიდეო პრეზენტაციიდან, სადაც “აღსავალი” და კახი კავსაძე ერთობლივად ასრულებენ მრავალჟამიერს.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”