საავტორო სტუდია

ჩვენ შესახებ

„საავტორო სტუდია“ დაარსდა 2000 წელს. იგი აკადემიური და ხალხური მუსიკის პროპაგანდას ემსახურება. სტუდიაში იწერება და გამოიცემა აუდიო, სანოტო, სამეცნიერო, ტექნიკური, საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა.
„საავტორო სტუდია“ დაარსების დღიდან , ყოველწლიურად ატარებდა საბავშო მუსიკალურ კონცერტებს, სადაც მოწვეული შემსრულებლები, რომელთა შორის იყვნენ ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ბაგა-ბაღების აღსაზრდელები, ასრულებდნენ ახალ საბავშვო სიმღერებს. ამ სიმღერებმა დიდი ხანია დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართველ ბავშვთა რეპეტუარში.
2000 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას „17 ნათელი და მხიარული სიმღერა“.

2001 წელს გამოიცა ახალი „17 ნათელი და მსიარული სიმღერა“ რომლის პრეზენტაციაც საზეიმო კონცერტის სახით გაიმართა. მასში მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზსრდელებმა.
2001 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას პიესის ნოტი, „სკერცო“ ფაგოტისა და ფორტეპიანოსათვის.

2002 წელს გამოიცა დავით ხოსიტაშვილის „სამი პიესა კლასიკური გიტარისათვის“.
2002 წელს ჩაიწერა და აუდიო დისკის სახით გამოიცა ანსამბლ „სტუმარის“ პირველი ალბომი „ბეწვის ხიდი“.

2003 წელს გამოიცა ლიანა მოისწრაფიშვილის „17 საბავშვო სიმღერა“.

2004 წელს გამოიცა „17 მუსიკალური პეიზაჟი“ საბავშვო სასიმღერო რეპერტუარი. ჩაიწერა ანსამბლ „სტუმარის“ მეორე ალბომი „დილა“.

2005 წელს „საავტორო სტუდიამ“ ჩაწერა ანსამბლ „შავნაბადას“ პირველი ალბომი, რომლის პრეზენტაციაც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყო.

2005 წელს ჩაიწერა და გამოიცა ნინო ჯანჯღავას საგუნდო ნაწარმოები „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი“.

2006 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას „ქართული სოლფეჯიო“ და ლიანა მოისწრაფიშვილის „ვიწყებთ ფორტეპიანოზე დაკვრას“.

2007 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორის ხელშეწყობით გამოიცა „17 საგუნდო განწყობილება“, რომელშიც შესულია ევროპული კლასიკური საგუნდო მუსიკის ქართულენოვანი თარგმანები.

2008 წელს ხმოვანი ჩანაწერის სახით გამოიცა იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობების მიხედვით „ძველი და ახალი აღთქმა“, ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.

2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორის ხელშეწყობით გამოიცა ხმოვანი ჩანაწერი ოთხი კომპაქტ დისკის სახით „წელიწადის დრონი რევაზ ინანიშვილის საბავშვო მოთხრობების მიხედვით“. მსახიობების რუსუდან ბოლქვაძისა და გია აბესალაშვილის მონაწილეობით. ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.
2009, 2010, 2011 წლებში „საავტორო სტუდიამ“ ჩაატარა რადიოფესტივალი „ბგერებთან ერთად“, რომლის საშუალებითაც გამოავლინა და პროპაგანდა გაუწია საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ, დამწყებ მუსიკოს-შემსრულებლებს. ყოველი ფესტივალის ბოლოს ლაურეატთა ჩანაწერებს „საავტორო სტუდია“ გამოსცემდა.
2012 წელს გამოიცა ნინო ჯანჯღავას ნაშრომი „ვენის კლასიკოსები“.
2012 წელს ჩაიწერა და გამოიცა ნინო ჯანჯღავას საავტორო ალბომი, „ბგერა, სივრცე, დრო“, რომელშიც შესულია ავტორის სიმფონიური, კამერული და ვოკალური მუსიკა.
2012 წელს კომპანია „ლანგეითთან“ ერთად გამოიცა „ქართული ხალხური ზღაპრები“ ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხმოვანი ჩანაწერის სახით, ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.
2012 წელს გამოიცა ხმოვანი ჩანაწერი ლიანა მოისწრაფიშვილის საბავშვო სიმღერის „შეხედე შუქნიშანს, გკარნახობს გზას“ 11-ენოვანი თარგმანი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისში არსებული ქართული და უცხოენოვანი სკოლების მონაწილეებმა, მათ შორის აზერბაიჯანული, სომხური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული, უკრაინული, ებრაული. პროექტი ჩაიწერა კომპაქტ დისკზე და გამოიცა.
2012 წელს გამოიცა ხმოვანი ჩანაწერი „იაპონური ხალხური ზღაპრები“ ქართულ ენაზე, ორიგინალური მუსიკალური გაფორმებით.
2013 წელს გამოიცა წიგნი, სოფი მარია ლინის ახალი ზღაპარი „ლულა, თუბა და თორმეტი მესაათე“.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”