საავტორო სტუდია

ვენდოთ თუ არა “იუტუბის” აუდიო გაკვეთილებს?

მოგესალმებით!

ინტერნეტ სივრცე და კერძოდ “Youtube” უამრავ ვიდეოს გვთავაზობთ, სადაც ათასგვარი აუდიო მასტერკლასი თუ გაკვეთილია წარმოდგენილი. დღეს, როდესაც ასე ადვილია ვიდეოს გადაღება, ყველას შეუძლია საკუთარი თავი პედაგოგიკაში გამოსცადოს. სწორედ ამიტომ, საკმარისია საძიებელ ველში ჩავწეროთ “Audio recording Tutorial”, რომ ათობით ათასი დამწყები თუ პროფესიონალი ხმის სპეციალისტის ვიდეოებს აღმოვაჩენთ, სადაც გვთავაზობენ გაკვეთილებს თუ ჩაწერა-მიქსინგის მეთოდებს. შესაძლოა, ორიოდე ათეული წლის წინ, ჩვენ ვერც ვინატრებდით ნებისმიერი ფორმის აუდიო გაკვეთილს, დღეს კი იმის გარკვევა გვიწევს რამდენად სანდონი არიან ისინი, ვინც გვასწავლიან.

შეიძლება რომელიმე მათგანი ძალიან კარგი ხმის რეჟისორი იყოს, ჰქონდეს ჩაწერილი უამრავი კარგი ჩანაწერი, მაგრამ არ შეეძლოს საკუთარი ცოდნის საკმარისად კარგად გადმოცემა. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ ვინმეს ვიდეო გაკვეთილს მოვისმენთ, შევეცადოთ მცირე ინფორმაცია მაინც მოვიძიოთ ამ ადამიანზე. თუკი ის რომელიმე ავტორიტეტული კომპანიის სახელით გამოდის, საშიში, ცხადია, არაფერია, მაგრამ მცირე ინფორმაციის მოძიებას წინ არაფერი უდგას.

გისურვებთ წარმატებებს!

 

დავით ხოსიტაშვილი

წამოგვყევით ფეისბუქზე